მსოფლიოსაქართველოსიახლეები
აშშ-დან 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს ჩამოიყვანენ
საქართველოში აშშ-დან 79 ქართველი სკოლის მოსწავლე ჩამოვა. არასრულწლოვნების სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ ამერიკასთან ერთად მიიღო. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
“ამერიკულ მხარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომლებიც იმყოფებიან ამერიკაში, გამოვიყვანოთ იქიდან. მათმა მშობლებმაც ამის სურვილი გამოთქვეს.
ხვალ, 10-ში შედგება რეისი აშშ-დოჰა, რომელსაც საკუთარ თავზე იღებს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰიდან თბილისში ბავშვების ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.
ამ რეისით, სომხეთის თხოვნით, ამერიკიდან გამოვიყვანთ 35 სომხეთის მოქალაქე ბავშვს, სკოლის მოსწავლეს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.