აშშ-ი თვითმფრინავი ჩამოვარდა – CNN [Video]

სამხრეთ კალიფორნიის საკურორტო ქალაქ კარლსბადის პლიაჟზე, სადაც ათეულობით ადამიანი ისვენებდა, ერთმოტორიანი თვთმფრინავი Piper PA18, რომელზეც ბანერი იყო დამაგრებული, ავარიულად დაეშვა, – იუწყება CNN.

დაშვების შემდეგ, თვითმფრინავი გადაბრუნდა და 12 წლის ბიჭს შეეხო. იგი, უმნიშვნელო ტრავმებით, სან-დიეგოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. 23 წლის პილოტი არ დაშავებულა.

აშშ-ის ფედერალური საავიაციო სამმართველოს წარმომადგენლის იან გრეგორის თქმით, სიმძლავრის დაკარგვის შედეგად, თვითმფრინავის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button