აშშ-ის ახალი სანქციების გამო, მოსკოვის ბირჟა დღეიდან დოლარით და ევროთი ვეღარ ივაჭრებს
აშშ-ის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟას სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა და ე.წ. შავ სიაში მოსკოვის ბირჟაც მოხვდა. სანქციების შედეგად მოსკოვის ბირჟა დოლარით და ევროთი ვეღარ ივაჭრებს. სანქციები დღეიდან ამოქმედდა.
თუმცა რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ბირჟის მიღმა დოლარით და ევროთი ვაჭრობა გაგრძელდება.
მოსკოვის ბირჟის (MOEX) ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით თანახმად, “სავალუტო ბაზარზე და ძვირფასი მეტალების ბაზარზე ვაჭრობა ყველა ინსტრუმენტით განხორციელდება, გარდა აშშ დოლარის და ევროსი”. ამასთან, “საფონდო და ფულის ბაზრებზე, სტანდარტიზებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარში (SDFI), ვაჭრობა ასევე ხორციელდება ყველა ინსტრუმენტით, გარდა აშშ დოლარის და ევროსი”.
მოსკოვის ბირჟა არის რუსული ბირჟის უმსხვილესი ჰოლდინგი და აწყობს ვაჭრობას აქციებით, ობლიგაციებით, ვალუტით, ფულის ბაზრის ინსტრუმენტებით, ნახშირბადის ერთეულებით, ძვირფასი ლითონებით, მარცვლეულით და შაქრით.
ჰოლდინგში შედის ცენტრალური დეპოზიტარი, ასევე უმსხვილესი საკლირინგო ცენტრი – არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის სავალუტო ბაზარზე დოლარით ვაჭრობისას შუამავალი იყო. ცენტრალური დეპოზიტარი და საკლირინგო ცენტრი – ორივე აშშ-ის გაფართოებული სანქციების სიაში მოხვდნენ.
მოსკოვის ბირჟა რუსული ფინანსური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. მასზე ბანკები, ბიზნესი და ინვესტორები ყიდულობენ და ყიდიან ვალუტას – დოლარს, ევროს და იუანს. რუსეთის ცენტრალური ბანკი, დღის პირველ ნახევარში ვაჭრობის პროგრესიდან გამომდინარე, ადგენს რუბლის კურსს. ეს კურსი შემდეგ განსაზღვრავს კურსს, რომლითაც შეიძლებოდა ვალუტის შეძენა ბანკებიდან. ახალმა სანქციებმა რეალურად დაარღვია ეს სისტემა
ცენტრალური ბანკი კურსს ახლა საანგარიშო მონაცემებზე დაყრდნობით დაიანგარიშებს.
მოსკოვის ბირჟის გარდა, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ნაციონალურ კლირინგულ ცენტრს და ნაციონალურ დეპოზიტარს, რომლებიც რუსეთის სავალუტო ბაზარზე დოლარით ვაჭრობისას შუამავლები იყვნენ.
ამიერიდან რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის კურსს დაადგენს ბანკების ანგარიშგების და ბირჟის მიღმა ვაჭრობის მონაცემების მიხედვით. ანალიტიკოსების განმარტებით, კურსის განსაზღვრა გაუმჭვირვალე გახდება.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დახმარებისთვის აშშ-მა 300-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.
დიდმა ბრიტანეთმა, მთავრობის ვებგვერდის თანახმად, სანქციები დააწესა მოსკოვის ბირჟის, ეროვნული საკლირინგო ცენტრისა და გაანგარიშების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ.
შეზღუდვები დაწესდა იმის გამო, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ჩართულნი იყვნენ რუსეთის მთავრობის მიერ ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში სარგებლის მიღებაში.
სანქცირებულ პირებს შორის არიან მოსკოვის საფონდო ბირჟის საბჭოს თავმჯდომარე იური დენისოვი, S8 კაპიტალის მფლობელი არმენ სარქისიანი და ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და სააქციო საზოგადოება „დანონ როსიას“ ხელმძღვანელი, იაკუბ ზაქრიევი.
სანქცირებულია ასევე ეროვნული კლირინგ ცენტრი (NCC) და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარი (NSD), ასევე სანქტ-პეტერბურგის ბირჟა და სადაზღვევო კომპანია Ингосстрах.
საერთო ჯამში, რეესტრი 42 ახალი პოზიციით შეივსო, მათ შორის 35 კომპანია და 7 ფიზიკური პირია.
12 ივნისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები და ჩამონათვალს დაამატა მოსკოვის ბირჟაც(MOEX).მამის გამო მოსკოვის ბირჟა იძულებული გახდა, 13 ივნისიდან, შეეწყვიტა ამერიკული დოლარითა და ევროთი ვაჭრობა.
„ჩვენ ვაძლიერებთ ეკონომიკურ ზეწოლას სანქციების მეშვეობით, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა, დააფინანსოს თავისი საომარი მანქანა“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.
შეგახსენებთ, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გუშინ გააფართოვა. სიაში მოხვდა მოსკოვის საფონდო ბირჟაც, რომელმაც სანქციების შედეგად, დოლარსა და ევროში ვაჭრობა შეწყვიტა.
შეგახსენებთ ერთი დღით ადრე მსგავსი სანქციები შეერთებულმა შტატებმა დააწესა.