აშშ-ის ალუმინის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

სამშაბათს, მისურის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით განლაგებულ ალუმინის ქარხანა Noranda-ში ძლიერი აფეთქება მოხდა, – გადმოსცემს Ruters.

აფეთქება სამსხმელო საამქროში მოხდა, სადაც წელიწადში 91 ტონა დეტალი მზადდება, რომელიც ავტომობილების წარმოებაში გამოიყენება, – განაცხადა Noranda-ს პრესმდივანმა ჯონ პარკერმა. პროდუქციის წარმოება შეჩერებულია.

პარკერის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ერთ-ერთი ვერსიით, დამდნარი ლითონის აფეთქებაა, რომელმაც ხანძარი გამოიწვია.

აფეთქების დროს ინციდენტის ზონაში, 20 თანამშრომელი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ იყო, 1 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, – იუწყება ABC News

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”14514″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button