მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრები მხარს დაუჭერენ კამალა ჰარისს, თუ ჯო ბაიდენი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი მასაჩუსეტსის შტატში სახსრების მიზიდვის მიზნით სიტყვით გამოსვლას გეგმავს 20 ივლისს, რის ფონზე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი კოლეგა დემოკრატების და მსხვილი დონორების ზეწოლის ქვეშაა, შეწყვიტოს თავისი კამპანია.

19 ივლისს ბაიდენმა და მისმა მრჩევლებმა კიდევ ერთხელ დადეს კამპანიის გაგრძელების პირობა მიუხედავად იმისა, რომ მსხვილმა დონებმა გააკეთეს მინიშნება, რომ არ აპირებენ თანხების გაღებას, თუ 81 წლის პრეზიდენტი არ ჩამოშორდება ამ საქმეს.

კრიზისმა იმის გამო, აქვს თუ არა ბაიდენს შესაძლებლობა გაიმარჯვოს 5 ნოემბრის არჩევნებში, დიდი ყურადღება მიაპყრო კამალა ჰარისისადმი, რომელსაც ბევრი თვლის ბაიდენის შემცვლელად, თუ ის კამპანიას მიატოვებს.

Reuters-ის ცნობით, ჰარისის მიერ მასაჩუსეტსის შტატში სახსრების შეგროვების დაწყება დამატებით ინტერესს უღვივებს დონორებს, რომლებსაც სურთ აჩვენონ, რომ მზად არიან ვიცეპრეზიდენტის გარშემო გაერთიანდნენ მის შესაძლებელ მცდელობაში, გახდეს პრეზიდენტი. ამის შესახებ განაცხადა სამმა დემოკრატმა, რომლებიც სახსრების შეგროვებასთან არიან დაკავშირებული. მოელიან, რომ შეხვედრაზე შეგროვდება ორი მილიონ დოლარამდე და მას 800 ადამიანი დაესწრება.

კონგრესის 35-მა დემოკრატმა წევრმა რომლებიც წარმოადგენენ პარტიის წევრების 10%-ზე მეტს, უკვე საჯაროდ მოუწოდეს ბაიდენს, რომელიც დელავერშია იზოლირებული კოვიდის გამო, დაეტოვებინა არჩევნები ყოფილ რესპუბლიკელ პრეზიდენტ, ამ პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპთან გასული თვის წარუმატებელი დებატების შემდეგ.

დებატების შემდეგ გაჩნდა კითხვები მოქმედი პრეზიდენტის შესაძლებლობაზე, მოიგოს არჩევნები და თანამდებობაზე იყოს კიდევ ოთხი წლის განმავლობაში.

ბაიდენის ექიმმა 20 ივლისს განაცხადა, რომ პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომები, როგორიცაა ხველა და ჩახლეჩილი ხმა, მაგრამ მისი მონაცემები ნორმალურია და ის აგრძელებს მოვალეობის შესრულებას.

ყოფილმა დემოკრატმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა პირადად დაუჭირეს მხარი ბაიდენის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს კამპანია და აქტიურად მოუწოდეს დონორებს, დარჩნენ მის გვერდით, – იტყობინება 20 ივლისს NBC News-ი ორ წყაროზე დაყრდნობით.

ბაიდენის შტაბს 19 ივლისს იმედი ჰქონდა, რომ 50 მილიონ დოლარს მოაგროვებდა, მაგრამ გავრცელდა ცნობა, რომ ამის ნახევრის მოგროვებაც ვერ მოხერხდა.

Reuters-ის კორესპონდენტი იტყობინება, რომ ჰარისმა 19 ივლისს დაარწმუნა დემოკრატი დონორები, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია გაიმარჯვებს. „ამ არჩევნებს მოვიგებთ“ – თქვა მან დონორებთან სატელეფონო საუბრისას, რომელიც ბაიდენის მაღალი რანგის მრჩევლების თხოვნით გაიმართა. მისივე თქმით, „ამერიკელი ხალხი ამ არჩევნებზე კანდიდატებს შორის პირველ ადგილზე აყენებს ჯო ბაიდენს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button