მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“აშშ-ის განცხადებები ნაჩქარევი არ არის და უნდა მივუდგეთ სერიოზულად”-კელი დეგნანი

აშშ ძალიან იმედგაცრუებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, უზენაეს მოსამართლეთა დამტკიცებასთან დაკავშირებით – ამის შესახებ აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს.

კელი დეგნანი სანქციებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს რომ ეს ერთ-ერთი ბერკეტია.

„სანქციები ერთ-ერთია იმ მრავალი ინსტრუმენტიდან, რომელიც არსებობს. ვფიქრობ საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებიდან ჩანს, რომ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ ამ პროცესით, მას შემდეგ, რაც ბევრი შეხვედრის შემდეგ, მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ვითხოვდით.

ეს ის იყო, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით, შეთანხმდნენ, რომ დანიშვნები შეჩერებული იქნებოდა მანამ, სანამ მრავალპარტიული ინკლუზიური სასამართლო რეფორმა არ გატარდებოდა, რაც ჯერ არ მომხდარა. ამიტომაც ვართ მოსამართლეთა დანიშვნით იმედგაცრუებულები”- განაცხადა დეგნანმა.

მისივე განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება, რომელშიც გამოხატულია ღრმა შეშფოთება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გამო, არ არის ნაჩქარევად გაკეთებული – მისი თქმით, ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შემაშფოთებელი მესიჯები, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ.

აშშ-ის ელჩის განცხადებას ნაჩქარევი ირაკლი კობახიძემ უწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button