მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის კონგრესში ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტს 4 ახალი თანაინიციატორი ჰყავს

კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.

აშშ-ის კონგრესში ქართული კოშმარის არაღიარების აქტს 4 ახალი თანაინიციატორი ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, თანაინიციატორებად პროექტს დაემატნენ რესპუბლიკელი მაიკლ ტერნერი, დემოკრატი ლოიდ დოჯეტი, რესპუბლიკელი ლავლერ მაიკლი და დემოკრატი ემანუელ კლივერი.

ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტი ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში იანვარში დარეგისტრირდა – წარმდგენი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც მასზე ასევე რესპუბლიკელ კონგრესმენთან, სტივ კოენთან ერთად მუშაობდა.

ქართული კოშმარის არაღიარების აქტი კრძალავს ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან.
აკრძალვა ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე და, მთლიანად, “ქართული ოცნების” მთავრობაზე.
კანონპროექტის თანახმად, იკრძალება “ქართული ოცნების” მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა.

კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button