აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ორკვირიან თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ფაუჩიმ CNN-ს თავად განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თეთრი სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
ცნობილია, რომ 8 მაისს კორონავირუსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის პრესსამსახურის წარმომადგენელს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ფაუჩიმ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ენტონი ფაუჩისთან ერთად, ასევე, თვითიზოლაციაშია კორონავირუსთან ბრძოლის თეთრი სახლის ჯგუფის კიდევ ორი წევრი: დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორი რობერტ რედფილდი და წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA) კომისარი სტეფან ჰანი.