აშშ-ის მუზეუმიდან ენდი უორჰოლის 7 ნამუშევარი მოიპარეს [Photo]

უცნობმა პირებმა შტატ მისისიპის ქალაქ სპრინგფილდის მუზეუმიდან ამერიკელი მხატვრის, ენდი უორჰოლის 7 სურათი მოიპარეს, რომელზეც სუპ “Campbell”-ის ქილებია გამოსახული, – იუწყება ადგილობრივი პრესა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, სურათები 7 აპრილს მოიპარეს. უწყება ქურდობის დეტალებს არ აკონკრეტებს. მარტო ცნობილია, რომ მხატვრის სურათების ციკლში, რომელიც მან “Campbell”-ის სუპებს მიუძღვნა, სულ 10 ნამუშევარი შედის.

გამოძიების ფედერალური ბიურო დაკარგულ სურათებზე ინფორმაციის მიმწოდებელს 25 ათასი დოლარით დაასაჩუქრებს. მოპარული ნამუშევრების ღირებულება არ სახელდება, მაგრამ ცნობილია, რომ სუპ “Campbell”-ის 10-სურათიანი ციკლი ნახევარ მილიონ დოლარადაა შეფასებული.

სურათებმა, რომლებზეც სუპ “Campbell”-ის ქილებია გამოსახული, მხატვარს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ნამუშევარი 1962 წელს შექმნა.

ენდი უორჰოლი (Andy Warhol; 6 აგვისტო, 1928 – 2 თებერვალი 1987) — ამერიკელი მხატვარი, ავანგარდისტი კინოხელოვანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ასევე მოღვაწეობდა როგორც გამომცემელი, მუსიკის პროდიუსერი და მსახიობი. 1950-იან წლებში აშშ-ში პოპ-არტის მიმდინარეობის ერთერთი დამფუძნებელი.

ენდი უორჰოლი იყო პირველი მხატვარი, რომელმაც ტრაფარეტული ბეჭდვის შემოქმედებითი პოტენციალი აღიარა, რომელიც ადრე მხოლოდ სამრეწველო შეფუთვებზე გამოიყენებოდა.

უორჰოლი ყველაზე უკეთ ცნობილია მისი სავაჭრო პროდუქტების შეფუთვების გაფორმებით. მაგალითად “Campbell”-ის სუპის ქილების, ყაყაჩოს გამოსახულებებით და ბანანით ჯგუფ The Velvet Underground-ის როკ-ალბომზე, ასევე XX საუკუნის პოპულარული ვარსკვლავების მერილინ მონრის, ელვის პრესლის, ჟაკლინ კენედისა და ელისაბედ ტეილორის მისი სტილიზებული პორტრეტებით. უორჰოლის აგრეთვე საყოველთაოდ ცნობილი სასმელის – Coca-Cola-ს ეტიკეტის დიზაინი ეკუთვნის

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33135″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button