აშშ-ის პრაიმერიზის შედეგი: კლინტონი და ტრამპი ლიდერობენ

მილიარდერი დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიიდან შტატების: ალაბამის, ჯორჯიის, ვირჯინიის, მასაჩუსეტსისა და ტენესის პირველად არჩევნებში ლიდერობს, – იუწყება ტელეარხი CNN.

ამავე დროს, აღნიშნული შტატების დემოკრატმა ამომრჩევლებმა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს მისცეს ხმა, რომელმაც პირველი ადგილი ვერმონტის შტატში თავის მეტოქეს – სენატორ ბერნი სანდერსს დაუთმო.

ტეხასის შტატში რესპუბლიკელმა ამომრჩევლებმა უპირატესობა აღნიშნული შტატის სენატორს, ტედ კრუზს მიანიჭეს.

შეგახსენებთ, რომ “სუპერსამშაბათის” ფარგლებში, აშშ-ის 9 შტატში პრაიმერიზი და კიდევ 3 შტატში პარტიული აქტივისტების შეხვედრა მიმდინარეობს.

CNN-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, მოსალოდნელ არჩევნებში რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 49% ხმას დოლანდ ტრამპს მისცემს. რაც შეეხება დემოკრატთა ამომრჩევლებს, 55%-მა განაცხადა, რომ მხარს ჰილარი კლინტოს დაუჭერს.

როგორც ცნობილია, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button