მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის რუსეთის პრეზიდენტს, საუდის არაბეთში შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ არ იყო „სასიამოვნო,“ რომ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს დაურეკა, სანამ მასთან ისაუბრებდა

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდებიან, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განუცხადა. შეხვედრა იქნება იმ მოლაპარაკებების ნაწილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შეწყვეტას ემსახურება.
“ჩვენ შევხვდებით საუდის არაბეთში”, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

როდის შედგება შეხვედრა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრა “არც ისე შორეულ მომავალში” გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარმა კარგად ჩაიარა და ის საათზე მეტხანს გაგრძელდა. “ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს ომი, ეს ომი კატასტროფაა,” – ამბობს ტრამპი. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მშვიდობა და ომის დასრულება ვლადიმერ პუტინსაც სურს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარს ადასტურებს კრემლიც, სადაც აცხადებენ, რომ პუტინი და ტრამპი მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინმა ტრამპი მოსკოვში მიიწვია.

ომის დასრულების შესახებ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ტრამპს ზელენსკისთანაც.
შესაბამისი განცხადება აშშ-ის ლიდერმა ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.
თეთრ სახლში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს მშვიდობა სურთ.

12 თებერვალს ღამით გამოქვეყნდა გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესპანეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა და ევროპა უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, რომელიც უკრაინას ეხება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ იყო „სასიამოვნო,“ რომ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს დაურეკა, სანამ მასთან ისაუბრებდა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სურდა ორივე პრეზიდენტთან ერთდროულად ესაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი არ აღიარებს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც რუსეთი და აშშ მიაღწევენ უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

ზელენსკით თქმით, მან იცის, რომ ტრამპისთვის უკრაინა პრიორიტეტია, მაგრამ მაინც გაუგებარია, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ჯერ პუტინს დაურეკა, რადგან ადრე ტრამპს მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ „სურდა ორივე პრეზიდენტთან ერთად ესაუბრა“.

ზელენსკის თქმით, მას სურდა ვაშინგტონთან პოზიციის შეთანხმება, რათა „შეაჩერონ პუტინი,“ სანამ მოსკოვთან მოილაპარაკებდა.

ეს მან თქვა მას მერე, დონალდ ტრამპმა ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იქონია ვლადიმირ პუტინთა და თქვა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, დაუყოვნებლივ გამართონ მოლაპარაკება უკრაინის შესახებ.

ამ კვირაში ზელენსკი და უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლები კიევში და ბრიუსელში, ასევე მიუნხენში გამართავენ შეხვედრებს.

ჩვენთვის პრიორიტეტულია უკრაინა-აშშ-ის შეხვედრები, თქვა მან. და მხოლოდ ასეთი შეხვედრების შემდეგ, მას მერე, რაც შემუშავდება პუტინის შეჩერების გეგმა, ვფიქრობ, მართებული იქნება რუსებთან საუბარი,“ განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button