მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთთან დაკავშირებული გემებისთვის ამერიკული პორტების დახურვის შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, მოსკოვის შემდგომი იზოლაციის მიზნით, რუსეთთან აფილირებულ გემებს ამერიკულ პორტებში შესვლას უკრძალავს. ამის შესახებ ბაიდენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.როგორც ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აშშ და დასავლელი მოკავშირეები აგრძელებენ რუსეთზე ზეწოლას და მის საერთაშორისი იზოლაციას.

,,არც ერთ გემს, რომელიც რუსული დროშის ქვეშ დაცურავდა ან რომელიც ეკუთვნის ან მოქმედებს რუსული ინტერესებით, აშშ-ის პორტებში ან ჩვენს სანაპიროებზე შესვლის ნება არ მიეცემა”, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, ეს ,,კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯია” , რომელსაც აშშ დგამს თავის მოკავშირეებთან ერთად, კანადასა და ევროპაში, ,,რათა უარვყოთ რუსეთის სარგებელი ეკონომიკურ სისტემაში, რომლითაც ისინი წარსულში სარგებლობდნენ”.

„დღეს ვაცხადებ, რომ აშშ კრძალავს რუსეთთან დაკავშირებული ხომალდების შესვლას ჩვენს პორტებში. როგორც გააკეთეს ევროპაში. რუსული დროშის ქვეშ მცურავი ან რუსული კომპანიის კუთვნილი ვერც ერთი გემი ვერ შევა ამერიკის შეერთებული შტატების პორტების ნავსადგურში და არ ექნება წვდომა ჩვენს სანაპიროსთან. ეს არის კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ევროპელი პარტნიორებთან ევროკავშირში, დიდი ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად, რათა რუსეთს არ მივცეთ წვდომა საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის სიკეთეებზე, რომლებითაც წარსულში სარგებლობდა“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს ბრძოლის ველზე.

„ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, თუმცა როდესაც ვუახლოვდებით ომის დაწყებიდან ორი თვის ნიშნულს, ეს არის, რაც ჩვენ ვიცით – პუტინმა ვერ მიაღწია თავის დიდ მიზნებს ბრძოლის ველზე; მრავალკვირიანი დაბომბვების შედეგად კიევი კვლავ დგას; პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა კვლავ ხელისუფლებაში რჩება, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებსაც შეუერთდა მრავალი მამაცი უკრაინელი მოქალაქე, ჩაშალეს რუსეთის მიერ ქვეყნის დაპყრობა. პირველი დღიდან მათ აძლიერებდათ იარაღის, აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკის, სადაზვევრო ინფორმაციის მუდმივი მიწოდება თავისუფალი მსოფლიოს ქვეყნების მხრიდან, ჩვენი, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

პორტების დახურვის გარდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო და 500 მილიონი დოლარის ეკონომიკურ დახმარებას უგზავნის.

“უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი საზარელი დანაშაულები შემზარავია. ახლა ვხედავთ ახალი ფრონტის გახსნას აღმოსავლეთ ნაწილში. გაიხსნა ახალი ფაზა ამ ომის და ამასთან დაკავშირებით ამერიკა მაქსიმალურად მალე შეეცდება რომ გამოიყენოს დროის ის ვიწრო ფანჯარა რომელიც გაგვაჩნია რომ ეფექტიანად უპასუხოს უკრაინამ რუსეთს და შევძინოთ მათ ახალი შესაძლებლობები, მათ საბრძოლო დანაყოფებს ის, რაც მათ ძალიან სჭირდებათ. დღეს გამოვაცხადე დამატებით 800 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომელიც მოიცავს მძიმე არტილერიას, 44 ათას ჭურვს – იგულისხმება 155 მმ იანი შორს მსროლელი არტილერიის ჭურვები და ეს ყველაფერი იქნება რეკორდულ დროში მიწოდებული უკრაინისათვის.

ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას. სლოვაკეთმა გადასცა უკრაინას ს300. ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა რომელიც დიდ სიმაღლესა და დიდ მანძილზე მუშაობს. მამაცი უკრაინელი მებრძოლებით გაოგნებულები ვართ, იმ შედეგებით, რაც მათ შეძლეს. არა მხოლოდ სამხედროებმა, არამედ რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებიც ერთ მუშტად გაერთიანდნენ. ჩვენი გზავნილი ნათელია პუტინისადმი – ის ვერ გაიმარჯვებს ამ ხალხის დამორჩილებასა და დაჩაგვრაში. დღეს აშშ აცხადებს, რომ 500 მილიონი დოლარის პირდაპირ ეკონომიკურ დახმარებას გამოვყოფთ უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე, რუსული დროშის ქვეშ მცურავი არცერთი გემი არ შემოვა ამერიკის პორტებში,”-აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს და მთელ ამერიკელ ხალხს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის ხალხის მხარდაჭერის ლიდერობისთვის. ეს დახმარება დღეს, როგორც არასდროს საჭიროა. ის იცავს ჩვენი დამცველების სიცოცხლეს, რომლებიც იცავენ დემოკრატიას, თავისუფლებას და გვაახლოებს ჩვენ უკრაინაში მშვიდობის აღდეგნასთან“, – წერს ზელენსკი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. ბაიდენმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა. აშშ-ის ლიდერის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ასევე დაბლოკავს რუსული ხომალდებისთვის ამერიკულ პორტებს. ამას გარდა, ვაშინგტონი გამოყოფს უკრაინისთვის ეკონომიკური დახმარების სახით 500 მილიონ დოლარს და უკრაინელი ლტოლვილების მიღების სპეციალურ პროგრამას აამოქმედებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button