აშშ-ის პრეზიდენტმა, უკრაინისთვის ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის დახმარება დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის განცხადებით, რომ ის დღეს კიევში ჩავიდა რათა დაადასტუროს ამერიკის “ურყევი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.”
მისი თქმით, ის ასევე გამოაცხადებს კრიტიკული აღჭურვილობის მორიგ მიწოდებას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალის, ჯავშანტექნიკის სისტემებისა და საჰაერო სათვალთვალო რადარების ჩათვლით.
დახმარების ახალ პაკეტში შედის დამატებითი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალა, მეტი „ჯაველინები“ და ჰაუბიცები.
“როდესაც მსოფლიო ემზადება უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის ერთი წლისთავის აღსანიშნავად, მე დღეს კიევში ვარ, რათა შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და დავადასტურო ჩვენი ურყევი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
როდესაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა თითქმის ერთი წლის წინ, მას ეგონა, რომ უკრაინა სუსტი, ხოლო დასავლეთი დაყოფილი იყო. მას ეგონა, რომ გვაჯობებდა, მაგრამ ის ძალიან შეცდა.
დღეს, კიევში, მე ვხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ გაფართოებული დისკუსიისთვის. მე გამოვაცხადებ კრიტიკული აღჭურვილობის მორიგ მიწოდებას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალის, ჯავშანტექნიკის სისტემებისა და საჰაერო სათვალთვალო რადარების ჩათვლით, რათა დავეხმაროთ უკრაინელი ხალხის დაცვაში საჰაერო დაბომბვისგან.
ამ კვირის ბოლოს, ჩვენ გამოვაცხადებთ დამატებით სანქციებს ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ აირიდონ ან შეავსონ რუსეთის ომის მანქანა. გასული წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა შექმნა ქვეყნების კოალიცია ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე, რათა დაეხმაროს უკრაინის დაცვაში უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით – და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.
მე ასევე მოუთმენლად ველი პოლონეთში გამგზავრებას, რათა შევხვდე პრეზიდენტ დუდას და ჩვენი აღმოსავლეთის ფლანგის მოკავშირეების ლიდერებს, ასევე განვიხილო თუ როგორ გააგრძელებს შეერთებული შტატები მსოფლიოს გაერთიანებას უკრაინის ხალხის, ადამიანის ძირითადი ღირებულებების, უფლებების და ღირსების მხარდასაჭერად, რაც გაეროს წესდებაშია და მთელ მსოფლიოს აერთიანებს.”- წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
ასევე, დამატებითი სანქციები დაწესდება ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ბაიდენმა ფინანსური დახმარების პაკეტიც დააანონსა.
აღნიშნულია, რომ ოფიციალურად ვაშინგტონიდან დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების შესახებ ხვალ, 21 თებერვალს გახდება ცნობილი.
“დღეს გამოცხადებულ პაკეტში შედის საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის და ჰაუბიცებისთვის, მეტი ჯაველინი, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საჰაერო სათვალთვალო სისტემები უკრაინელი ხალხის საჰაერო დაბომბვისგან დასაცავად.”- თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ყველა უთანხმოების მიუხედავად, რომელიც კონგრესში გვაქვს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე, ეს არ ეხება მხოლოდ თავისუფლებას უკრაინაში, ეს ეხება ზოგადად დემოკრატიის თავისუფლებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
ბაიდენმა უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, და აღნიშნა, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ომში უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ ეჭვი არ არსებობდეს“.
კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიევში მისი ჩასვლა, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის დედაქალაქში მერვედ იმყოფება და ამჯერად მისი ვიზიტის მიზანია, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცეს, რომ „შეერთებული შტატები აქაა იმისთვის, რომ დარჩეს, ჩვენ არ დაგტოვებთ“.
ცნობისთვის, მოულოდნელი ვიზიტით ამერიკის პრეზიდენტი კიევში 20 თებერვალს ჩავიდა.