ევრობასკეტ 2022 საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს კაპიტანი დაეხმარება

ევრობასკეტ 2022 საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს კაპიტანი დაეხმარება
თორნიკე შენგელია 27 ნოემბერს ფინეთში ჩავა და საქართველოს ნაკრებს ორივე შეხვედრაში უკაპიტნებს. ეს გამონაკლისი შემთხვევაა ევროპაში,რადგან ევროპალიგის მატჩები ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარას ემთხვევა და კალათბურთელები თავიანთ ეროვნულ ნაკრებებს ვერ ეხმარებიან.
ამის მიუხედავად, შენგელიამ თავის ახლანდელ კლუბს, მოსკოვის „ცსკა“-ს კონტრაქტში პირობად ჩაუდო რომ საქართველოს ნაკრების თამაშებზე გამოუშვებდნენ.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია ზუროსმა ფინეთის ქალაქ ესპოოში გასამართი შეხვედრებისთვის 13 კალათბურთელი გამოიძახა.
შექმნილი ვითარების და მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო ნაკრების შემადგენლობა გადახალისებულია.
ევრობასკეტ-2022 საკვალიფიკაციო ტურნირზე ჩვენი კალათბურთელები 28 ნოემბერს თბილისის დროით, 21: 30 საათზე მასპინძელ ფინეთის დაუპირისპირდებიან, ხოლო 30 ნოემბერს, ასევე თბილისი დროით, 18 საათზე, შევეიცარიის ეროვნულ ნაკრებთან გამართავენ საპასუხისმგებლო შეხევდრას.