აშშ-ის საელჩოებზე პრაიდის დროშების აღმართვა იკრძალება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების შენობებზე ე.წ. პრაიდის დროშების აღმართვა შესაძლოა აიკრძალოს.
ორპარტიული ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობის “შათდაუნი” თავიდან იყო აცილებული, ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვას, აშშ-ის ახალი ბიუჯეტის შესახებ დოკუმენტი, რომელიც კონგრესმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა- ამის შესახებ ABC News-ი იმ 1,012-იან კანონპროექტზე დაყრდნობით წერს, რომელიც კონგრესს პარასკევს გადაეგზავნება.
როგორც „ენ ბი სი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ 1 012-გვერდიან დოკუმენტში ცალსახად ნახსენები არ არის ლგბტქ პრაიდის დროშების აღმართვის აკრძალვა, ტექსტში ასახულია რესპუბლიკელთა ძალისხმევა სამთავრობო შენობებზე ლგბტქ პრაიდის დროშების გამოფენის აკრძალვასთან დაკავშირებით.
დოკუმენტი ცალსახად განსაზღვრავს იმ დროშათა ჩამონათვალს, რომელთა აღმართვაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შენობებზე იქნება შესაძლებელი.
აშშ-ის სახელმწიფო დროშა
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ამერიკელ პატიმართა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ეროვნული ლიგის ოფიციალური დროშა
აშშ-ის სააგენტოს ოფიციალური ბრენდირებული დროშა
სხვა ქვეყნების დროშები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ დროშებისა, რომელთა აშშ-ის საელჩოების შენობებზე აღმართვა და მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა ნებადართული იქნება.
ჩამონათვალში არაა “პრაიდის” დროშა, რომელიც, მსოფლიოს მასშტაბით, აშშ-ის საელჩოებზე არაერთხელ აღმართულა.