მნიშვნელოვანირეგიონი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტვ ფორმულას კახეთის რეგიონის ჟურნალისტიც მოხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ტვ ფორმულას კახეთის რეგიონის ჟურნალისტიც მოხვდა.

ანგარიშში მოხსენიებულია პროცესი, რომელიც 20 მაისს, ყვარლის ტბაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილის ქორწილის გაპროტესტებას მოჰყვა.

“20 მაისს, ყვარლის ტბის კურორტზე დაცვის თანამშრომლები ფიზიკურად დაესხნენ თავს ფორმულა TV-ს ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებდნენ საპროტესტო გამოსვლებს იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილი შენობაში ესწრებოდა წვეულებას”- ნათქვამია ანგარიშში.

თავად ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი ამბობს, რომ მოვლენების გაშუქების პროცესი რთულ ვითარებაში, პოლიციის მხრიდან საქმიანობაში ხელის შეშლის ფონზე მიმდინარეობდა.

“პოლიციელები და დაცვის თანამშრომლები, ხელს მიშლიდნენ მუშაობაში. ასევე ფიზიკურად იძალადეს ჩემზე და ძალის გამოყენებით ცდილობდნენ ტერიტორიიდან გაყვანას. ყველამ ნახა კადრები, როგორ მომდევდნენ ტყეში. იქნებოდა ასე 7 ადამიანი. ეს იყო ძალიან რთული სამუშაო. ეს ანგარიში კიდევ ერთი დასტურია, თავისუფალი და კრიტიკული მედია, იქნება ეს ტელევიზია, თუ სხვა მედია- საშუალებები, რა მდგომარეობაში ასრულებს პროფესიულ მოვალეობას”- აცხადებს ჭაბაშვილი.

საქართველოზე  2023 წლის ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, გუშინ გამოაქვეყნდა.

68-გვერდიან დოკუმენტში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებია განხილული.

ცნობისთვის დავით ჭაბაშვილი რადიო ჰერეთის ყოფილი თანამშრომელია

მსგავსი პოსტები

Back to top button