აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კუბას ეწვია [Video]

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი კუბას ეწვია. მან „თავისუფლების კუნძულზე“ ჰავანაში, აშშ-ის საელჩოს თავზე, დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ამერიკის დროშის აღმართვის ცერემონია კუბაში ბოლოს, 54 წლის წინ შედგა.

ჯონ ქერი კუბაში თანაშემწეებთან, კონგრესმენებთან და სამ ყოფილ საზღვაო ქვეითთან ერთად ჩავიდა.

შეგახსენებთ, ამერიკამ და კუბამ დიპლომატიური ურთიერთობები 1961 წლის იანვარში გაწყვიტეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button