მსოფლიოსიახლეები

აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო

აშშ-ის სენატმა გადაწყვიტა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 56 სენატორი, მათ შორის 6 რესპუბლიკელი ფიქრობს, რომ პროცედურა კონსტიტუციას არ არღვევს, ხოლო 44 რესპუბლიკელი კი წინააღმდეგ იყო.

პროცესი 10 თებერვალს გაგრძელდება. მხარეები შესავალი დებატებით გამოვლენ, თითოეულ მათგანს ამისთვის 16 საათამდე დრო ექნება. ტრამპი სენატში გამოსვლას არ გეგმავს, მის პოზიციას ადვოკატები წარადგენენ.
თუ სენატის წევრები ტრამპს დამნაშავედ მიიჩნევენ, ის მომავალში სახელმწიფო თანამდებობებს ვერ დაიკავებს.
ყოფილი პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობისთვის სენატორთა ორი მესამედის, ანუ 67-ის ხმა არის საჭირო.

11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.

6 იანვარს, ტრამპის მოხრეებმა ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმა მიიტანეს. სანამ ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართებოდნენ, თეთრი სახლიდან, პრეზიდენტმა თავის მხარდამჭერებს მიმართა და უთხრა, რომ “ებრძოლათ”. კაპიტოლიუმზე მიტანილი შტურმისას, 5 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით მოქალაქე დაშავდა და 100-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button