მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის სენატში საქართველოზე კიდევ ერთი მოსმენა, 30 ივლისს გაიმართება

აშშ-ის სენატში საქართველოზე კიდევ ერთი მოსმენა, 30 ივლისს გაიმართება – ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს და სხდომაზე განხილული იქნება ევროპის მომავალი.

პრეზიდენტს ბაიდენის ადმინისტრაციიდან მომხსენებელი იქნება ჯიმ ობრაიენი.

მთავარი ფოკუსი: ნატო, უკრაინა, საქართველო, უნგრეთი და სხვა ძირითადი საკითხები – წერს რაუფოღლუ.

მოსმენა ამერიკის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ 30 ივლისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროპის მომავლის შესახებ მოსმენა გაიმართება, მათ შორის იმსჯელებენ საქართველოზეც.

მსგავსი პოსტები

Back to top button