მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის ისრაელის დახმარების კანონპროექტს უკრაინის საკითხის გარეშე

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით მხარს არ უჭერენ კანონპროექტს რომელიც ისრაელის დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა გეგმავს, მომავალ კვირას კენჭი უყაროს ისრაელის დახმარების კანონპროექტს უკრაინის საკითხის გარეშე. როგორც სააგენტო „ბლუმბერგი წერს, ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

როგორც ჯონსონმა აღნიშნა, ეს საჭიროა, რომ ისრაელმა, რომელიც „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, დახმარება დროულად მიიღოს. სპიკერის განცხადებით, მექსიკის საზღვართან დაკავშირებული უკრაინისა და ისრაელის დახმარებების ერთობლივი პაკეტის განხილვის დრო არ არის.

„ამ წინადადებას უახლოეს დროში გამოაქვეყნებს სენატი ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ“, – განაცხადა ჯონსონმა.

კანონპროექტი ითვალისწინებს 17,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ისრაელის სამხედრო დახმარებისთვის და რეგიონში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებისთვის.

გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა 106 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის გამოყოფისთვის, საიდანაც 61 მილიარდი გათვალისწინებული იქნება უკრაინისთვის, 14,3 – ისრაელისთვის, ორი მილიარდი – ტაივანისთვის, ასევე 6,4 მილიარდი – აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოებისთვის, თუმცა რესპუბლიკელები აღნიშნული ერთობლივი პაკეტის დამტკიცებაზე უარს აცხადებენ აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად ზომების მიღების გარეშე.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, მხარს არ უჭერენ კანონპროექტს, რომელიც ისრაელის დახმარებას ითვალისწინებს, თუმცა მასში უკრაინის მხარდაჭერაზე საუბარი არ არის.
თეთრ სახლში ცინიკურ პოლიტიკურ მანევრს უწოდებენ რესპუბლიკელების გეგმას, წარმომადგენელთა პალატაში კენჭი უყარონ ისრაელის დახმარების კანონპროექტს უკრაინის დახმარების გარეშე.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ისრაელის უსაფრთხოება უნდა იყოს წმინდა და არ იქნას გამოყენებული პოლიტიკურ თამაშად.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინე ჟან-პიერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაცია თვეების განმავლობაში მუშაობდა სენატორების ორპარტიულ ჯგუფთან ეროვნული უსაფრთხოების შეთანხმებაზე, რომელიც აშშ-ის საზღვის დაცვას და უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„სწორედ მაშინ, როცა კანონმდებლობა თითქმის მზად არის, პალატის რესპუბლიკელები ცინიკურ პოლიტიკურ მანევრირებას მიმართავენ. ისრაელის უსაფრთხოება პოლიტიკური თამაში არ უნდა იყოს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ ხრიკს, რომელიც არაფერს აკეთებს საზღვრის დასაცავად, არაფრით უზრუნველყოფს პუტინის აგრესიისგან უკრაინელი ხალხის დაცვას და უარყოფს ჰუმანიტარულ დახმარებას პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კარინე ჟან-პიერი აცხადებს, რომ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელებმა“ ეროვნული უსაფრთხოების ამ აქტუალურ საკითხებზე ორპარტიული წესით უნდა იმუშაონ, როგორც ამას ადმინისტრაცია და სენატი აკეთებენ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გუშინ განაცხადა, რომ მომავალ კვირას კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც დააჩქარებს 17.6 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებას ისრაელის უსაფრთხოებისთვის, სხვა პირობების გარეშე, მათ შორის უკრაინის დახმარების გარეშე.

მსგავსი პოსტები

Back to top button