აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, მომავალ კვირას, MEGOBARI აქტს განიხილავს

MEGOBARI ACT-ი, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა წლის დასაწყისში წარადგინეს, მომავალ კვირას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრაზე გადადის.
ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს ზიანს აყენებენ.
“MEGOBARI აქტს, ჯო უილსონისა და სტივ კოენის ინიციატივით წლის დასაწყისში წარდგენილ ინიციატივას, ახლა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა საბოლოო კენჭისყრისთვის მომავალ კვირას განიხილავს. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს დემოკრატიას ანადგურებს” – წერს რაუფოღლუ
შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონისა და სტივ კოენის MEGOBARI აქტი ქართველი ხალხის მხარდაჭერასთან ერთად, “ოცნების” წევრებისთვის სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე განიხილა და მიიღო კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა.
შეგახსენებთ, რომ MEGOBARI ACT განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს დემოკრატიის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. გადაწყვეტილების მიღება მომავალ კვირაშია მოსალოდნელი.