აშშ-ის უხუცესი ცირკი მუშაობას წყვეტს [Photo/Video]

პლანეტის ერთ-ერთი უძველესი მოძრავი ცირკი, Ringling Brothers and Barnum & Bailey, რომელმაც 146 წლის მანძილზე იმუშავა, ფინანსური პრობლემების გამო იხურება. ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

“გასული წლის მაისიდან სპილოების შოუმ მუშაობა შეწყვიტა. ხანგრძლივი ფიქრისა და ანგარიშის შემდეგ ჩემმა ოჯახმა ურთულესი ბიზნეს-გადაწყვეტილება მიიღო – ცირკი უნდა დაიხუროს. მაგრამ ეს ცხოველთა დამცველების გამარჯვება არ გეგონოთ, აქ გამარჯვებულები საერთოდ არ არიან”, – განაცხადა ცირკის მფლობელმა კენეტ ფელდმა.

ცირკი დასკვნით წარმოდგენას გაზაფხულზე გამართავს. მისი დახურვის გამო სანახაობითი ხელოვნების 400 მუშაკი სამსახურს დაკარგავს.

ცირკის დახურვის მიზეზი სპილოების შოუს გაუქმებამ გამოიწვია, რის შედეგად სხვა წარმოდგენებზე ბილეთების გაყიდვა ძალიან დაეცა. ცხოველთა დამცველებთან გაუთავებელი სასამართლო დავების შედეგად, 2016 წლის მაისში წარმოდგენები სპილოების მონაწილეობით შეწყდა. საცირკო დასის 11 მდედრი სპილო ფლორიდის ნაკრძალში გადაიყვანეს.

აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ცირკის ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას, ამ გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდნენ და იმედი გამოთქვეს, რომ სხვა ცირკებიც იგივე ბედს გაიზიარებენ.

1952 წელს ჰოლივუდელმა პროდიუსერებმა Ringling Brothers and Barnum & Bailey-ის ცირკის არტისტებზე ფილმი გადაიღეს, რომელიც 2 “ოსკარით” დაჯილდოვდა.

[print_gllr id=51265]

მსგავსი პოსტები

Back to top button