აშშ-მ ავსტრალია დაამარცხა. ამერიკელი კალათბურთელები ფინალში არიან
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/08/ttttooooooooooooooooookioooooooo.jpg)
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა აშშ-ს საკალთბურთო გუნდმა პრობლემებით დაიწყო, თუმცა მალევე გადალახა ბარიერები და ახლა უკვე ფინალშია.
ნახევარფინალში ამერიკელები ავსტრალიას დაუპირისპირდნენ და მოწინააღმდეგე ანგარიშით: 97-78 დაამარცხეს.
ყველაზე აქტიური ოლიმპიურ პარკეტზე იყვნენ კევინ დურანტი და დევინ ბუკერი, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის წარმატებაში.
გრეგ პოპოვიჩის გუნდი ფინალს შაბათს გამთენიისას ითამაშებს. მისი მეტოქე სლოვენიას და საფრანგეთს შორის გამარჯვებული ნაკრები იქნება.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საკალათბურთო ნაკრები სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ფინალის მოგების შემთხვევაში კი ამერიკის ეროვნული ნაკრები ტრიუმფს ზედიზედ მეოთხედ იზეიმებს.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელები ბრძოლას კვლავ აგრძელებენ. ოკეანელთა საკალათბურთო ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს.