აშშ-მ და კუბამ საელჩოების გახსნა გადაწყვიტეს

აშშ-მ და კუბამ, ვაშინგტონსა და ჰავანაში, საკუთარი საელჩოების გახსნაზე მოილაპარაკეს, – გვატყობინებს Reuters და CNN.

მოსალოდნელია, რომ ოთხშაბათს, პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ. ანალოგიურ განცხადებას, კუბის კომუნისტური ხელისუფლებისგანაც ელოდებიან.

Reuters აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტემენტმა, 15 დღით ადრე, ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის შესახებ, კონგრესს უნდა შეაყობინოს. სავარაუდოდ, ამერიკის დროშის აღსამართავად, 20-26 ივლისს, ჯონ კერი კუბას ესტუმრება. მოგვიანებით, ორივე ქვეყნის ელჩებსაც დანიშნავენ.

შეგახსენებთ: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ოფიციალურად ამოიღო და თეთრმა სახლმა, საზღვაო ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანაზე შეერთებული შტატებიდან მეზობელ კუნძულზე, ნებართვა გასცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button