მსოფლიო

აშშ-მ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვისთვის ირანულ ფირმებს სანქციები დაუწესა

ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ირანულ კომპანია „საფირანს“, რომელსაც ამერიკული მხარის ინფორმაციით, კავშირი აქვს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებასთან. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ეს კომპანია კოორდინაციას უწევდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, დამატებითი დანადგარების და თანმხლები პირების ტრანსპორტირებას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ ომში აპირებენ. აშშ-მ სანქციები დაუწესა აპარატების მწარმოებელ სამ ირანულ კომპანიასაც, რაც ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მათი ყველა აქტივი გაიყინება და ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალება სანქცირებულ კომპანიებთან რაიმე სახის გარიგება. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო არაირანულ და არარუსულ იურიდიულ პირებსაც აფრთხილებს, რომ ხელი არ უნდა შეუწყონ რუსეთისთვის ირანული უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა სამხედრო ტექნიკის გადაცემას.

მსგავსი პოსტები

Back to top button