აშშ-მა ბინ ლადენის ვაჟის წინააღმდეგ სანქციები დააწესა [Photo/Video]

აშშ-ის ხელისუფლებამ დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ყოფილი ლიდერის, უსამა ბინ ლადენის ვაჟი – ხამზა ბინ ლადენი ტერორისტთა შავ სიაში შეიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის მოქალაქეებს მასთან კავშირი ეკრძალებათ, ხოლო ქვეყნის ტერიტორიაზე მის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშები უნდა გაიყინოს. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სიაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეადგინა, ხამზა ბინ ლადენი მოხსენიებულია, როგორც განსაკუთრებულად საშიში საერთაშორისო ტერორისტი.
შავ სიაში ასევე მოხვდა არაბეთის ნახევარკუნძულზე „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი, იბრაჰიმ ალ-ბანა.

ამერიკული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ ხამზა ბინ ლადენი მამამისის სიკვდილის შემდეგ „ალ-ქაიდას“ აქტიური პროპაგანდისტი გახდა. როგორც უკვე ცნობილია, უსამა ბინ ლადენი, აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, პაკისტანში, 2011 წლის მაისში დაიღუპა.

ბინ ლადენის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს ნაპოვნი იყო წერილები, სადაც ხამზა „ალ-ქაიდას“ ხელმძღვანელს მის მემკვიდრედ დანიშვნას სთხოვს.
აშშ-ის სპეცსამსახურების მონაცემებით, უსამა ბინ ლადენი შვილისთვის „ალ-ქაიდას“ მმართველობის გადაცემას აპირებდა, თუმცა წერილის დაწერამდე (2009 წ.) მათ 8 წელი ერთმანეთი თვალითაც არ უნახვათ.
აღსანიშნავია, რომ უსამა ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ დაჯგუფების ლიდერი ეგვიპტელი აიმან ალ-ზავაჰირი გახდა.

[print_gllr id=50600]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button