აშშ-მა და უკრაინამ ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწერონ

აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწერონ , – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მხარეებმა იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელი, შესაძლოა, დღეს, 22 თებერვალს მოაწერონ, თუმცა შეთანხმება ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული.
გამოცემის წყაროების ცნობით, შეთანხმების პირობების შესახებ მოლაპარაკებებისას დიდი როლი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ითამაშა, ხელშეკრულების პირობების კოორდინაციაში, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა უკრაინელი ოფიციალური პირების ნდობა გააძლიერა კიევში სამდღიანი ვიზიტის დროს.
ცნობისთვის, მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, შესაძლოა, ამერიკულმა მხარემ უკრაინას ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტ სისტემა Starlink-ი გაუთიშოს.