აშშ-მა ISIS-ის ქვედანაყოფის მეთაური გაანადგურა

ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა, იემენის სამხრეთ ნაწილზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად, ISIS-ის 4 ტერორისტი გაანადგურა, – გვაცნობებს Al Arabiya.

ტელეარხის მონაცემებით, ტერორისტთა შორის, იემენში დაჯგუფება ISIS-ის ქვედანაყოფის მეთაური – ჯალალ ბელაიდ ალ-მარკაშიც იყო. როგორც ცნობილი გახდა, ავიაიერიში პროვინცია აბიანზე მიიტანეს.

ამის გარდა, პროვინცია შაბვაზე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, „ალ-ქაიდას“ 6 მებრძოლი იყო ლიკვიდირებული.

შეგახსენებთ, რომ ISIS-ს წინააღმდეგ შექმნილ საერთაშორისო კოალიციაში გაერთიანებული ძალების მიერ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, 22 ათასი ტერორისტი განადგურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button