მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აშშ-მა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის “ჯაველინის”რაკეტების მიყიდვას

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საქართველოსთვის “ჯაველინის” რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.საუბარია 30 მილიონი დოლარის შესყიდვაზე. ამის შესახებ კონგრესს ოფიციალურად უკვე ეცნობა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ “ჯაველინის” ტანკსაწინააღმდეგო მართვადი 82 რაკეტისა და 46 გამშვები დანადგარის შესყიდვის თხოვნით მიმართა.

სააგენტოს პრეს-რელიზის თანახმად, აღნიშნული ტექნიკა საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით ხელს შეუწყობს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ საქართველო სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მთავარი კონტრიბუტორია და რომ ჯაველინის სისტემა საქართველოს დაეხმარება გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პირველად 2018 წლის იანვარში გამოაცხადა, რომ წარმატებით დასრულდა აშშ-ისგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემის, „ჯაველინის“ შეძენის პირველი ეტაპი და სისტემა უკვე საქართველოშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button