მნიშვნელოვანირეგიონი

თავდასხმა საქართველოს ბანკის გურჯაანის ფილიალში

ინციდენტი მოხდა დღეს დილით საქართველოს ბანკის გურჯაანის ფილიალში

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი შენობაში შეღწევას ცდილობდა და ფულს ითხოვდა.

ადგილზე ბანკის ფილიალის მენეჯერი, გურამ ცქიტიშვილი იმყოფებოდა, რომელსაც ის ცივი იარაღით დაემუქრა.

თავდამსხმელის გაყვანა დაცვამ მოგვიანებით მოახერხა.
ცქიტიშვილი ამ წუთებში, გურჯაანის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ინციდენტთან დაკავშირებით, ბანკის მმართველი ამ ეტაპზე, მედიის კითხვებს არ პასუხობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button