სენ-დენის ოპერაციის დროს კამიკაძემ ბომბი ააფეთქა [Photo/video]

ფრანგმა პოლიციელებმა სენ-დენიში 3 ტერორისტი გაანადგურეს.
18 ნოემბრის დილას, პარიზის გარეუბან სენ-დენიში, სპეცოპერაციის ჩატარებისას, ტერორისტმა კამიკაძე- ქალმა სხეულზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა, – იუწყება რადიოსადგური France Info.
წინასწარი მონაცემებით, ფრანგმა პოლიციელებმა 3 სავარაუდო ტერორისტი გაანადგურეს, რომლებიც ქალაქის ცენტრის ერთ-ერთ ბინას შეეფარნენ. ამავე ბინაში კამიკაძე-ქალიც იმყოფებოდა.
სამრთალდამცველებმა 3 ეჭვმიტანილი დააკავეს. სენ-დენის სპეცოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.
შეგახსენებთ, რომ სტადიონი Stade de France-ი სენ-დენის რაიონშია განლაგებული, სადაც 13 ნოემბრის ღამით 120 ადამიანი დაიღუპა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23302″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]