მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.

“ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გამოხატავენ სინანულს ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეაჩეროს. ჩვენ ვგმობთ, ქართელების მიმართ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს – ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ ბასტიონია. ამიტომ, ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან”, – წერს მეთიუ მილერი.

აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი მოეწერა 2009 წლის 9 იანვარს.
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, 4 საკვანძო მიმართულებით თანამშრომლობის გასაღრმავებლად შეიქმნა

თავდაცვისა და უსაფრთხოების,
ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის,
დემოკრატიისა და კარგი მმართველობის,
ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფები.
ქარტიის საფუძველზე ასევე შეიქმნა სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მეთიუ მილერის პოსტი მისი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში პლატფორმა X- ზე აღარ იძებნებოდა, თუმცა აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილიყოს შესახებ განცხადება გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button