მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-მა უკრაინასა და მის მხარდამჭერ ქვეყნებს გამოუყო სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი

აშშ-მა უკრაინასა და მის მხარდამჭერ ქვეყნებს გამოუყო სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომლის მოცულობა 3,75 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ პარასკევს განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. 682 მილიონი დოლარი გაეგზავნათ ნატოს ევროპელ წევრებს უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის შესავსებად.

ბლინკენის განცხადებიდან ცოტა ხანში პენტაგონმა ახალი პაკეტის დეტალები გამოაქვეყნა.
პენტაგონმა ახალი პაკეტის დეტალები გამოაქვეყნა. მასში უშუალოდ უკრაინისთვის შევა:

50 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley
500 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი და მათთვის 250 ათასი ჭურვი
55 დაჯავშნილი მანქანა MRAP-ი ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით
100 ჯავშანტრანსპორტიორი M113
“მიწა-ჰაერი“ კლასის საზენიტო რაკეტები Sea Sparrow, რომლებიც მოდერნიზებულია „ბუკის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან გასაშვებად
138 მაღალი გამავლობის ტაქტიკური მანქანა Hummer
სისტემა HIMARS-ისთვის განკუთვნილი რაკეტები
სხვადასხვა სახის ჭურვები საჰაერო თავდაცვისა და მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, ტყვიამფრქვევები, სნაიპერული შაშხანები.
უკრაინისთვის გაწეული დახმარების მიხედვით, აშშ-ს მოსდევენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა და პოლონეთი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა „ტელეგრამში“ დაადასტურა, რომ უკრაინა მიიღებს ჯავშანტექნიკას, რაკეტებს Sea Sparrow და რაკეტებს HIMARS-ისთვის. „გამარჯვების წელი ჯერ მხოლოდ იწყება,“ დაწერა მან.

დღეისთვის უკრაინისთვის და მისი მხარდამჭერი ქვეყნებისთვის აშშ-ის მიერ გაწეული სამხედრო დახმარება 24,9 მილიარდ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარების მიხედვით, აშშ-ს მოსდევენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა და პოლონეთი.

მსოფლიოს არმიების ახალ რეიტინგში, რომელიც Global Firepower-მა (GFP) შეადგინა, უკრაინა პირველად შევიდა პირველ 15 ქვეყანაში. მან გაუსწრო ირანს, ისრაელს, ავსტრალიას, საუდის არაბეთს, ესპანეთს, ტაივანსა და გერმანიას. შარშან უკრაინის არმია მსოფლიოში 22-ე ადგილზე იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button