თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა ალაზნის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მოხდა.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს.
ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ ტაქსოპარკში მძღოლად მუშაობდა. ფაქტზე მოკვლევას სამართალდამცავები აწარმოებენ.