მნიშვნელოვანისიახლეები

აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია.

“ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, – მისწერეს “რადიო თავისუფლებას“ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.

ტელეკომპანია “ფორმულამ“ 2 ოქტომბერს, წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. “ფორმულას“ ინფორმაციით, ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა “საერთოდ შეუჩერეს“, ზოგ შემთხვევაში კი – “შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს“.

ტელეკომპანიის ცნობით, “აღნიშნული ზომა ე.წ. პრესანქციური – წინა სასანქციო რეჟიმიდან გამომდინარეობს“. როდესაც კომერციული ბანკები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პირისთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button