მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის მიჩიგანის შტატში ორი კაშხალი დაინგრა

აშშ-ის მიჩიგანის შტატში, ძლიერი წვიმის შედეგად, ორი კაშხალი დაინგრა. მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საფრთხის გამო, 10 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

გუბერნატორმა გრეტჩენ ვიტმერმა მიდლენდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქალაქი მიდლენდი, სადაც 40 000-მდე მოსახლეა, შესაძლოა, დაიტბოროს.

ევაკუირებულ მოსახლეობას მოუწოდეს, კორონავირუსის საფრთხის გამო, სახე დაეფარათ და დისტანცია დაეცვათ. მიჩიგანის შტატში ახალი კორონავირუსის 50 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა და 5 000-მდე ადამიანი დაიღუპა.

დატბორვის საფრთხის გამო, დაიხურა ოლქში მდებარე ქიმიური ქარხანაც.

ედენვილის კაშხალი 1924 წელს აშენდა და 2018 წელს მისი მდგომარეობა “არადამაკმაყოფილებლად” შეფასდა. სენფორდის კაშხალი კი, 1925 წელსაა აშენებული, თუმცა ბოლო შეფასებით, კაშხალი კარგ მდგომარეობაში იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button