მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“აშშ-ს ექვსი მილიონი იხარჯება და გელათში წყალი ჩადის”

ენმ-ის წევრი, ნიკა ვაჩეიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

“ამერიკის საელჩოს გამოყოფილი და მოზიდული ექვსი მილიონი დოლარი იხარჯება გელათის რესტავრაციაში. მთავარი ტაძარი კრამიტით გადაიხურა. უხარისხო აღმოჩნდა. წყალი ჩადის.

“საიდან ჩადის წყალი, ბოლომდე გაურკვეველია, ვერც გაირკვევა, შიდა მიგრაცია კერამიკაში მაღალია და აქ რომ ჩავა ნალექი, იქით იჩენს თავს.

“ფრესკებს უკვე დაემჩნა შედეგი. ცვივა. გენიალურ მოზაიკასაც დაემუქრება საფრთხე (თუ უკვე არა). და რა უნდა ვიღონოთ?
წავა ახლა ერთმანეთზე გადაბრალება.


“მდგომარეობას რა გამოასწორებს?
რატო არავინაა მომკითხავი?
ძალიან ცუდი ამბავია.

“გელათის მოზაიკის სმალტები ცვივა საკურთხეველშიო, ამბობს გელათელი მღვდელი. რაც ახალი გადახურვა გაკეთდა პრობლემებია.
ცუდადაა საქმე.” – წერს ნიკა ვაჩეიშვილი.

https://www.facebook.com/nikoloz.vacheishvili.5/posts/2730454923865331

მსგავსი პოსტები

Back to top button