მნიშვნელოვანისაქართველო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 5 ივლისს საქართველოში მომხდარ ძალადობის ფაქტებს გმობს

5 ივლისს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე, ჟურნალისტებზე მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს გმობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი

„საქართველოს ლიდერები, მისი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან დაიცვან გამოხატვისა და შეკრების კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებები და მისცენ ძალადობის ჩამდენი პირები პასუხისგებაში. ქართველებს, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ხალხებს, აქვთ თავიანთი შეხედულების გამოხატვის უფლება, მაშინაც კი, როდესაც ეს, კონკრეტულ კონტექსტში, შესაძლოა არაპოპულარულად ან საკამათოდ ჩაითვალოს და ჩვენ შევახსენებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და ინსტიტუტებს მათ პასუხისმგებლობას, დაიცვან ყველა, ვინც იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებებს, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც გამოხატავენ პრესის თავისუფლებას და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“ -განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა

შეგახსენებთ ,“თბილისი პრაიდის” მიერ, 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარში” მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ღირსების მარშის” რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს დაესხნენ მედიას

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button