აშშ-ს საფონდო ბაზარი გაიზარდა
ორშაბათს, ამერიკის საფონდო ბაზარი, კომპანიების მაღალი კვარტალური შედეგების გამო გაიზარდა.
Dow Jones-ის ინდექსი 0, 26 , S&P 500 – 0,9 , Nasdaq Composite – 0, 23 პროცენტით გაიზარდა.
„ევროპაში სიმშვიდეა, ჩინეთიდან არაფერი ისმის, და ამ ფონზე, ზოგი კვარტალური ანგარიში უკეთ გამოიყურება“ – განაცხადა OakBrook Investments-ის ინოვაციების დირექტორმა – პიტერ იანკოვტსკისმა.
სამაგიეროდ, McDonald’s Corp-ის აქციებმა 1,7 პროცენტით დაიწია იმიტომ, რომ კომპანიის მოდერნიზების პროგრამის გეგმამ, ინვესტორებზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.