მსოფლიოსაქართველოსიახლეები

აშშ-სა და ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს 2 მოქალაქე დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს 2 მოქალაქე გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ქალაქ ნიუ-იორკში 80 წლის მამაკაცი დაიღუპა. იგი COVID-19-ის დიაგნოზით ნიუ-იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა და დიაბეტი აწუხებდა.

რაც შეეხება ლატვიაში გარდაცვლილ მოქალაქეს, ის 53 წლის იყო. გარდაცვლილი მკურნალობის კურსს ლატვიის ინფექტოლოგიის ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა. მას გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

საგარეო უწყების ცნობით, ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო და ლატვიაში საქართველოს საელჩო გარდაცვლილთა ოჯახებთან მუდმივ კონტაქტზე არიან და გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button