მნიშვნელოვანისაქართველო

აშშ საქართველოს $1.1 მილიონ დოლარს გადასცემს

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად”,- ამ ინფორმაციას საქართელოში აშშ-ს საელჩო სოციალურ ქსელ ფეისბუქში ავრცელებს.

ამ ინფორმაციით, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა.

28 მარტის დილის მონაცემებით კორონავირუსით დავადებულთა რაოდენობა 85-ია. კარანტინის რეჟიმშია 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239. ამასთან, 85 დაავადებულიდან უკვე გამოჯანმრთელდა 14.

მსგავსი პოსტები

Back to top button