“აშშ-ში 2 წლის ბავშვმა თავი მოიკლა”
ჯორჯიის შტატის ქალაქ აქვორთში საზარელი ტრაგედია დატრიალდა. 2 წლის ბიჭმა სახლში პისტოლეტი იპოვა და იარაღი შემთხვევით გაუვარდა, – გადმოსცემს ტელეარხი 11alive.
ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელმა ტელეარხს აცნობა, რომ ბავშვმა მამამისის მიერ დატოვებული ცეცხლსასროლი იარაღი საწოლზე იპოვა და თამაშის დროს გაუვარდა. ტრაგედიის შედეგად, ბავში დაიღუპა. ინციდენტის ადგილზე კიდევ 4 წლის ბავშვი იყო, მაგრამ იმ დროს მათი დედა სახლში არ იმყოფებოდა.
პოლიციის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე ჯერჯერობით არ აღძრულა, მიმდინარეობს გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტრაგედია 18 ოქტომბერს, ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში დატრიალდა. მაშინ, 6 წლის ბიჭმა მამის პისტოლეტით 3 წლის ძმა მოკლა. ბავშვების მამას, რომელიც პისტოლეტს მაცივარში ინახავდა, ბრალად იარაღის უკანონო შენახვა წაუყენეს.