აშშ-ში 66 წლის ქალის მკველოებისთვის პოლიციელი დააკავეს [Photo]
ნიუ-იორკის ოლქ ბრონქსში პოლიციელმა 66 წლის პენსიონერი ქალი – დებორა დანერი მოკლა. – ინფორმაციას პორტალი nbcnewyork ავრცელებს.
ქალაქის პოლიციის სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენელი, ლერი ნიუკენენის განცხადებით, დანერის მეზობელმა პოლიციას შეატყობინა, რომ ხანდაზმული ქალბატონი უცნაურად იქცეოდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ქალი მაკრატლით იყო შეიარაღებული. მას ერთ-ერთმა პოლიციელმა მაკრატლის იატაკზე დადება ურჩია, მაგრამ დანერმა მოულოდნელად ბეისბოლის ჯოხი აიღო და სამართალდამცველს თავს დაესხა.
ნიუკენენის თქმით, პოლიციელმა ქალს ორჯერ ესროლა და იგი საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს და პოლიციელი დააკავეს, რომელსაც წესდებით მხოლოდ ელექტროშოკერის გამოყენების უფლება ჰქონდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”44640″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]