ამერიკის შეერთებულ შტატებში უამინდობისა და ანომალიური ყინვის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
პოლარული ციკლონი აშშ-ის ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებს დაატყდა თავს. ჰაერის ტემპერატურის რეკორდული ვარდნისა და დიდთოვლობას გამო, რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ჩიკაგოში ტემპერატურა -28 გრადუსამდე დაეცა. ქალაქსა და მის შემოგარენში დაიხურა სკოლები. არ ფუნქციონირებს სახელმწიფო დაწესებულებები. ქარბუქის გამო ათასობით ავიარეისი გადაიდო.
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ტემპერატურის მინუს 53 გრადუსამდე
დაცემას ვარაუდობენ.