აშშ-ში Galaxy Note 7-ის აფეთქების გამო ავტომობილი დაიწვა [Video]
ამერიკის შტატ ფლორიდაში სმარტფონ Galaxy Note 7-ის აკუმულატორის აალების გამო ამერიკულ ოჯახს პირადი ავტომობილი დაეწვა, – იუწყება NBC News.
ინციდენტი 5 სექტემბერს ქალაქ სენტ-პიტერსბერგში მოხდა. ნათან დორნაჩერი მეუღლესთან ერთად ზოომაღაზიიდან დაბრუბდა და ავტომობილის ძრავი, კონდიციონერი და Galaxy Note 7, რომელიც მანქანაში იტენებოდა, ჩართული დატოვა.
ამერიკელი ზოომაღაზიაში დაბრუნებასა და ცხოველების შეძენას აპირებდა, ამიტომ ავტომობილის ძრავი არ გამორთო, რათა კონდიციონერს ემუშავა.
რამდენიმე ხანში დორნაჩერი მანქანასთან დაბრუნდა და დაინახა, რომ იგი ცეცხლის ალში იყო გახვეული.
შეგახსენებთ, რომ წოტა ხნის წინ აშშ-ში თვითმფრინავის მგზავრებს კომპანია Samsung-ის მიერ წარმოებული სმარტფონ Galaxy Note-ის ჩართვა აეკრძალად, ვინაიდან დანადგარის გააქტიურება აფეთქების საფრთხეს ქმნიდა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს საიტზე განთავსდა.
კომპანია Samsung-მა თავის მხრივ განაცხადა, რომ ჯერჯერობით აღარ გაყიდის სმარტფონ Galaxy Note 7-ს, ვინაიდან გაჯეტის ტესტირება ჯერ არ დასრულებულა.