აშშ-ში ხელფასების გაზრდას ითხოვენ
მასშტაბური საპროტესტო აქციები შეერთებულ შტატებში. ნიუ იორკში, ლოს-ანჟელესსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
ყველაზე მასშტაბური აქცია ოალმარტის მაღაზიებისა და რესტორნების ქსელის თანამშრომლებმა კალიფორნიაში მოაწყვეს.
ნიუ იორკში კი საპროტესტო მსვლელობები მაკდონალდსში დასაქმებულებმა გამართეს. ისინი საათობრივი ანაზღაურების გაზრდას მინიმუმ 15 დოლარამდე ითხოვენ.