მსოფლიოსიახლეები

აშშ-ში ხუთი თვის ჩვილი სასწაულებრივად გადარჩა

აშშ-ში, ლუიზიანას შტატში, ქალაქ პრერივილში ოთახს სადაც 5 თვის ჩვილი იმყოფებოდა, უზარმაზარი ხე დაეცა.

2 ივლისის, საღამოს ბაქჰოლცების ოჯახში, მას შემდეგ რაც 5 თვის ქენონი დასაძინებლად დააწვინეს თავად კი ტელევიზორს უყურებდნენ, საშინელი ხმაური გაისმა. თავდაპირველად ჩვილის დედ-მამას ჭექა-ქუხილი ეგონათ. აღმოჩნდა, რომ სახლს სახურავის იმ ნაწილზე, რომლის ქვეშაც ბავშვის ოთახი იყო განთავსებული უზარმაზარი მუხა დაეცა.  ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტო ბავშვის დედამ კორტნი ბაქჰოლცმა გამოაქვეყნა.

ბავშვის დედა თვლის, რომ მისი შვილი დაზიანებების გარეშე სასწაულებრივად გადარჩა. კორტნი ბაქჰოლცის თქმით, მან მაშინვე გაიფიქრა თავის გარდაცვლილ შვილზე ქეისენზე, რომელიც 2016 წელს ვადაზე ადრე დაიბადა და ერთ თვეში გარდაიცვალა.

“ჩვენ მუდამ ვამბობთ, რომ ის თავის უმცროს ძმაზე ზრუნავს და მაშინვე გავიფიქრე, რომ ქეისენი იცავს და მფრაველობს ქენონს.  ერთი შვილის დაკარგვა და აზრი იმისა, რომ შეიძლება სხვა შვილსაც ასე დაემართოს, მტანჯველია,” – ამბობს კორტნი ბაქჰოლცი.

მსგავსი პოსტები

Back to top button