მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ში კორონავირუსის 84 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 84 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 16 ივლისს იყო დაფიქსირებული, როდესაც ინფიცირების 77 299 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აშშ-ში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით, საერთო ჯამში, 8.5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 224 000-მდე შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button