მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 102 831 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, – შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში ვირუსს კიდევ 1 097 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისათვის, აშშ-ში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 9.48 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 233 000-ს აჭარბებს.

ამასთან, აშშ-ში არჩევნების შედეგების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button