აშშ-ში მძევლად აყვანილმა ოჯახმა ბოროტმოქმედი მოკლა [Photo]

ქალაქ ვიკსბურგში (მისისიპის შტატი) მძევლად აყვანილი ოჯახის წევრებმა ბოროტმოქმედი მოკლეს, – გვაცნობებს New York Daily News.

34 წლის რაფაელ არნეს მაკლაუდი, როელიც სასჯელს მკვლელობისთვის, გაუპატიურებისთვის, ავტომანქანების გატაცებისა და დაწვისთვის იხდიდა, 2 მარტს ციხიდან გაიქცა. განსაკუთრებით საშიი დამნაშავეზე ძებნა გამოცხადდა.

10 მარტს დანით შეიარაღებული მაკლაუდი ქალაქ ვიკსბურგის ერთ-ერთი მკვიდრის სახლში შეიჭრა. ბოროტმოქმედმა ოჯახის უფროსი წინააღმდეგობის გაწევის დროს მხარში დაჭრა, შემდეგ კი კაცი, მისი მეუღლე და 5 ხუთი წლის ვაჟი აბაზანაში ჩაამწყვდია. რამდენიმე ხანში მაკლაუდმა ქალს აბაზანის დატოვების ნება დართო, რაც დამნაშავისთვის სავალალო აღმოჩნდა.

მძევალი ქალი აბაზანაში იარაღით ხელში დაბრუნდა, ბოროტმოქმედს ესროლა, ქმარ-შვილს ხელები შეუხსნა და მეუღლეს პისტოლეტი გადასცა. უკანასკნელმა მაკლაუდს თავში კიდევ რამდენჯერმე ესროლა და სიცოცხლეს გამოასალმა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31072″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button